შალვა პაპუაშვილი - ყველა ქუთაისელს ვულოცავ გვირილობას, საზოგადოებრივ სოლიდარობას, სიკეთის კეთებას დღესაც არანაკლებად დიდი მნიშვნელობა აქვს
შალვა პაპუაშვილი - ყველა ქუთაისელს ვულოცავ გვირილობას, საზოგადოებრივ სოლიდარობას, სიკეთის კეთებას დღესაც არანაკლებად დიდი მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქუთაისის მაცხოვრებლებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, საზოგადოებრივ სოლიდარობასა და სიკეთის კეთებას დღესაც არანაკლებად დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ყველა ქუთაისელს ვულოცავ 2 მაისს, ქუთაისის დღეს – გვირილობას. გვირილობა ულამაზესი და ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს. საუკუნის წინ, ყოველ ორ მაისს, გიმნაზიის მოსწავლეები ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად აგროვებდნენ თანხას, ყველა შემომწირველს კი გვირილას ჩუქნიდნენ. დღესაც საზოგადოებრივ სოლიდარობასა და სიკეთის კეთებას არანაკლებად დიდი მნიშვნელობა აქვს. გილოცავთ ორმაისობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ ყველას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.