შალვა პაპუაშვილი - ყველა იმ აისბერგს, რომელიც ჩვენს რეგიონშია, მიგვახეთქა ყველა წინა ხელისუფლებამ
შალვა პაპუაშვილი - ყველა იმ აისბერგს, რომელიც ჩვენს რეგიონშია, მიგვახეთქა ყველა წინა ხელისუფლებამ

30 წელია, იმ აისბერგებს, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, ყველას მიგვახეთქეს ჩვენმა ხელისუფლებებმა. შესაძლოა, რაღაცის აცილება შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ არ არსებობდა აისბერგი, რომელსაც არ მიეხეთქა საქართველო, იქნებოდა ეს შიდა არეულობები, ომები თუ სხვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებებმა დაუშვეს.

„კანონპროექტიც სწორედ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით გავიწვიეთ. ბოლო ათი წელია, სწორედ „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკაა იმის გარანტი, რომ ეს ქვეყანა ყველა აისბერგს ასცილდა. როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ამაში იგულისხმება არა მხოლოდ საგარეო ომები, არამედ იგულისხმება სამოქალაქო მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ქვეყანაში და სწორედ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგია, რომელსაც ასე ბოროტად იყენებს რადიკალური პოლიტიკური ფრთა, არ იქნას მიმართული არასწორად. არ არსებობს საკითხი, რომელიც ღირს ერთი ახალგაზრდის თუ ერთი ბავშვის ჯანმრთელობად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.