შალვა პაპუაშვილი - ყველა დეპუტატს გისურვებთ წარმატებულ საშემოდგომო სესიას, იმედი მაქვს, რომ პარლამენტში კონსტრუქციული გარემო იქნება
შალვა პაპუაშვილი - ყველა დეპუტატს გისურვებთ წარმატებულ საშემოდგომო სესიას, იმედი მაქვს, რომ პარლამენტში კონსტრუქციული გარემო იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება და ყველა დეპუტატს წარმატებულ საპარლამენტო საქმიანობას უსურვებს.

მასთან, პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, პარლამენტში კონსტრუქციული გარემო იქნება.

„ჩვენ ხვალ გავხსნით პარლამენტის საშემოდგომო სესიას და ყველას გისურვებთ წარმატებულ საპარლამენტო საქმიანობას. მითუმეტეს, ვიცით, რომ სესია იქნება საკმაოდ დატვირთული, მნიშვნელოვანი საკითხებია, მათ შორის 12 რეკომენდაცია, რომელზეც პარლამენტმა ახლა საკანონმდებლო სახით პროდუქტები უნდა მიიღოს. ამიტომ, ყველას გისურვებთ წარმატებულ სესიას და ასევე, იმედი მაქვს, რომ იქნება კონსტრუქციული და თანამშრომლობით გაჟღენთილი გარემო პარლამენტში. იმედია, რომ ამ სესიას როცა დავხურავთ და გადავხედავთ ჩვენს საშემოდგომო საქმიანობას, ასევე ზამთარშიც საქმიანობას, ყველა ვიქნებით კმაყოფილი და შეჯერებული, რომ კარგი შედეგი მივიღეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.