შალვა პაპუაშვილი - ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურების მხრიდან, შესრულდა
შალვა პაპუაშვილი - ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურების მხრიდან, შესრულდა

ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო სამაშველო სამსახურების მხრიდან სტიქიის ზონაში, შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტიქიას გადარჩენილი ყველა ადამიანი სამაშველო ღონისძიებებისას უვნებლად გამოიყვანეს.

„ვერტმფრენი სამი საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკაა საჭირო. ამის შემდეგ არის ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდი, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე. მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდით, სულ რაღაც სამ საათში იყო იქ ვერტმფრენი. ადგილზე ვიყავი რამდენიმე დღე. სტიქიას გადარჩენილი ყველა ადამიანი, მათგან ნაწილი, პირველივე დღეს გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, უზრუნველყვეს ყველა საჭიროებით. დილით დაიწყო სამაშველო ოპერაციის მეორე ეტაპი და ამ სტიქიას გადარჩენილი ყველა ადამიანი იქნა უვნებლად გამოყვანილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.