შალვა პაპუაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში იმყოფება, სადაც შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს, საქართველოში ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ პატრიოტები არიან
შალვა პაპუაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში იმყოფება, სადაც შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს, საქართველოში ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ პატრიოტები არიან

ყოფილი პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში იმყოფება, სადაც შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს. რამდენადაც ვიცი, იქ სხვებთან ერთადაც არის და ერთობლივ ტრენინგ-სემინარს ჩაუტარებენ, როგორ დააზიანონ საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ისინი დაკავებული არიან ქართველი ხალხის დაზიანებით.

„სამწუხაროდ, ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებებისგან სხვა არანაირ სიკეთეს არ ველოდები. ისინი დაკავებული არიან ქართველი ხალხის დაზიანებით. რა თქმა უნდა, ისინი არ მოქმედებენ საკუთარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, თავად არიან ინსტრუმენტი იმ ძალების ხელში, ვისაც საქართველოს დაზიანება სურს. როგორც არ უნდა შეიკრიბონ, გადანაწილდნენ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მოღალატეს მიუმატებ აგენტს თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს, ჯამი ერთია. მათ ღალატისა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლის გზა აირჩიეს. ეს არის ჩიხი. ყველა, ვინც ისტორიულად ამ გზას დაადგა, ორჯონიკიძე იქნებოდა თუ სხვები, ყველამ ცუდად დაამთავრა. ღალატი ყოველთვის ჩიხია. ისინი 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები არიან. ისიც ხომ გარედან იყო მართული. ორჯონიკიძისთვისაც რომ გეკითხათ, ალბათ იტყოდა, საქართველოს გულანთებული პატრიოტი ვარო. ესენიც ზუსტად ამას აკეთებენ. საზღვარგარეთ დადიან, საქართველოში ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ პატრიოტები არიან, თუმცა სინამდვილეში უცხო ქვეყნებიდან თავიდან ბოლომდე იმართებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.