შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს მომავალ სასესიო კვირაში წარადგენს

15:32, 09.03.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს მომავალ სასესიო კვირას წარადგენს.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანგარიშის წარდგენა გასულ კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გამო გადაიდო.

სპიკერის მხრიდან წლიური ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს.

მსგავსი