შალვა პაპუაშვილი - წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი რომ მოქალაქეობას ტოვებს, კარგი არ არის, თუმცა მისი გადასაწყვეტია
შალვა პაპუაშვილი - წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი რომ მოქალაქეობას ტოვებს, კარგი არ არის, თუმცა მისი გადასაწყვეტია

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგი არაა, როდესაც ადამიანი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

თუმცა როგორც პაპუაშვილი ამბობს, ამ მხრივ ადამიანი არჩევანში თავისუფალია.

აღნიშნულით პაპუაშვილმა შეაფასა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილის გადაწყვეტილება.

„ადამიანი როცა წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო და საკუთარ სამშობლოს აფასებს, რომ მის მოქალაქეობას ტოვებს, არ არის კარგი, თუმცა ის თავისუფალია გადაწყვეტილებაში – თავის სამშობლოდ აღიაროს ის ქვეყანა, სადაც არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.