შალვა პაპუაშვილი - წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი
შალვა პაპუაშვილი - წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი

წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა წინაპირობა სახეზეა, არის პოზიტიური დასკვნა და მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებები.

„ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებშიც მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი მეგობრებისა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ვფიქრობ, ყველა წინაპირობა სახეზეა, გვაქვს პოზიტიური დასკვნა, გვაქვს პოლიტიკური განწყობა მხარდაჭერის. წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.