შალვა პაპუაშვილი - წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია
შალვა პაპუაშვილი - წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია

წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნას და დღემდე არ საჯაროვდება, რაც ცოტა საკვირველია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან საქართველომ და მოლდოვამ მსგავსი რეკომენდაციები მიიღო.

„ვენეციის კომისიამ ჩვენც და მოლდოვასაც მსგავსი რეკომენდაციები მოგვცა. უკრაინის მიმართ ამჯერადაც თავი შეიკავა გამოქვეყნებისგან, რაც ცოტა საკვირველია, რადგან წელიწად-ნახევარია, უკრაინა ელოდება მის კანონზე დასკვნას, რაც რატომღაც დღემდე არ საჯაროვდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.