შალვა პაპუაშვილი - წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, შესაძლებლობა იქნება, მეტი პროექტი განხორციელდეს
წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომ არ აჰყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიჰყვება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს, სწორედ ამის შედეგია გაზრდილი ბიუჯეტი.
„სინამდვილეში ხომ ეს მცდელობებია დღესაც, უნდათ, რომ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანონ საქართველო, შეიყვანონ კონფრონტაციაში, ესკალაციაში არა მხოლოდ რუსეთთან, სხვადასხვა სუბიექტთან და ამით დააზიანონ ეკონომიკა. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიჰყვება ამ მტერმოყვარეების რჩევებს და მიჰყვება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს, სწორედ ამის შედეგია გაზრდილი ბიუჯეტი. ამის შედეგია, რომ შესაძლებლობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას, 2026 წელს იყოს უფრო ძლიერი და მეტი პროექტი განხორციელდეს, როგორც ინფრასტრუქტურული სახით, განათლების თუ სოციალური მიმართულებით. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო ძლიერი ბიუჯეტი. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი ასახავს ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნახტომისებური ზრდა, თუ შევადარებთ ჩვენს ზრდის ტემპებს მთლიანად კონტინენტზე არსებულ ზრდის ტემპებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.