შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ ლევან კობიაშვილს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ ლევან კობიაშვილის უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევას ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ახალ პოზიციაზე წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავ ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი! თქვენი ლიდერობა და თავდადება შთააგონებს ფეხბურთელების მომავალ თაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Congratulations to @LKobiashvili, President of @GeorgiaGff for making history as the first Georgian elected to the UEFA Executive Committee!🇬🇪⚽️ Your leadership & dedication will inspire the next generation of footballers in Georgia & beyond. Best of luck in your new role! https://t.co/fyfZ13fApO
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 5, 2023