შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სიხარულით იყენებს ყველა შესაძლებლობას, რამენაირად პრობლემა შეუქმნას ამა თუ იმ სექტორს
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სიხარულით იყენებს ყველა შესაძლებლობას, რამენაირად პრობლემა შეუქმნას ამა თუ იმ სექტორს

სავალუტო ფონდის საკითხი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ახალი თემაა, სინამდვილეში ეს საკითხი ივნისში დადგა და ამ მხრივ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას კომუნიკაცია აქვთ სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ პროგრამის აღდგენაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახლაც იყო მისია ჩამოსული და მათი შეფასებები ძალიან პოზიტიურია.

„იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებაც პოზიტიური იქნება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის თავდასხმები, რომელიც ახლა ეროვნულ ბანკზეა, სწორედ ის თავდასხმებია, რაც ჩვენს პარტნიორებს აყოვნებს ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სიხარულით იყენებს ყველა ამ შესაძლებლობას, რომ რამენაირად პრობლემა შეუქმნას ამა თუ იმ სექტორს. ხედავენ, რომ შეუძლიათ, საკუთარი ყალბი აჟიოტაჟით რაიმენაირად ზიანი გამოიწვიონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.