შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტსა და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სენატის, დეპუტატთა პალატისა და კომიტეტების წევრებთან. ასევე დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარესა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან.

პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ლისაბონის ავტონომიურ უნივერსიტეტში გამართულ  ღონისძიებაში, სადაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესპანეთსა და პორტუგალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შედიან ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ლევან მახაშვილი.