შალვა პაპუაშვილი - ვისაც არ უნდა, რომ ამნისტიით ისარგებლოს, მაშინ მას ამნისტია არ შეეხება
შალვა პაპუაშვილი - ვისაც არ უნდა, რომ ამნისტიით ისარგებლოს, მაშინ მას ამნისტია არ შეეხება

ვხედავთ, რომ ნიკა მელიას მხრიდან არის სრული უპატივცემულობა სახელმწიფოს, სახელმწიფოს ინსტიტუტების და ყველაფრის, რაც კი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად რადიკალურები იყვნენ, ეს მათი დღის წესრიგია.

„ამნისტიის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეს ფურცლის გადაშლა ყოფილიყო 20 ივნისთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე არის ის, რომ ერთი მხრივ, ყველას ეხება, მეორე მხრივ, ეს ამნისტიის კანონი ასევე იყო 19 აპრილის შეთანხმების შედეგი, რომელიც თანხმობის და დეპოლარიზაციის დოკუმენტი იყო. ეს დებულება, რომელიც გულისხმობს, თუ ადამიანი აქტიურად ეწინააღმდეგება ამნისტიას ე.ი. ის ეწინააღმდეგება ფურცლის გადაშლას. ის ეწინააღმდეგება დეპოლარიზაციას და ის არ ექცევა ამ ამნისტიის სულისკვეთებაში, მათ შორის მაშინ მოქმედი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. ვინც ამ სულისკვეთების, დეპოლარიზაციის, თანხმობის მიღმა არის და არ უნდა, რომ ამ ამნისტიით ისარგებლოს, მაშინ მას ამნისტია არ შეეხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.