შალვა პაპუაშვილი - ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა ენჯეოსექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც თავის დასკვნაში ამბობდა, რომ არათუ მართალია გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა ენჯეოსექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც თავის დასკვნაში ამბობდა, რომ არათუ მართალია გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის საქართველოს ენჯეოსექტორი.

„გაიხსენეთ მათი „ტროიკების“ განცხადებები, როდესაც ამხანაგურ სასამართლოებს აწყობდნენ ამ საკითხებზე და გამოიტანეს განაჩენები, გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია არათუ მართალია ამ საქმეში, თურმე დანაშაულიც კი არ არსებობდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ასევე, შესამოწმებელია ყოფილი სახალხო დამცველის კეთილსინდისიერება.

„ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ეს არის, ასევე, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ არათუ მართალია ნიკა გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს. ყოფილმა სახალხო დამცველმა აშშ-ის, საფრანგეთის მედლები მიიღო და არის ტაშდაკრული ყოფილი სახალხო დამცველი. დღეს აშშ-ის საელჩოში მუშაობს მისი ყოფილი მოადგილე, ის, ვინც მაშინ ზუსტად ეს ყალბი დასკვნა შეადგინა. სწორედ ის თავდასხმები, რომლებიც ხდებოდა, ქმნის შემდეგ აღქმებს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. შემდეგ გვიბრუნდებიან იგივე აქტორები, ელჩები თუ სხვა უცხოელი აქტორები და გველაპარაკებიან, რომ საქართველოში არსებობს რაღაც აღქმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ თუ ვინმეს აქვს ეს აღქმები, შექმნილია სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით, ყოფილი ელჩებისა, ენჯეოსექტორისა, რომელიც ფინანსდება შემდეგ ამ საელჩოებიდან, ამ წყაროებიდან. დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა, ეს პრობლემა კიდევ ცალკე დგას. თავისივე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.