შალვა პაპუაშვილი - ვინც სააკაშვილის მეგობარია, ის ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, პრაქტიკაში ეს ყოველთვის ჩანს
შალვა პაპუაშვილი - ვინც სააკაშვილის მეგობარია, ის ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, პრაქტიკაში ეს ყოველთვის ჩანს

ვინც სააკაშვილის მეგობარია, ის ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, პრაქტიკაში ეს ყოველთვის ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ივანიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღება არჩევნების მოსაგებად უნდა“.

„საზოგადოებაში კითხვები აღარ არის, რომ ევროპარლამენტში რამდენიმე წევრია, რომლებიც ქართველ ხალხს პირდაპირ თავს ესხმიან. ისინი არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ეს არის პრობლემა. ვინც სააკაშვილის მეგობარია, ის ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი და პრაქტიკაში ეს ჩანს ყოველთვის. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი არ არის კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი. ამას ევროპული საბჭო წყვეტს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.