შალვა პაპუაშვილი - ვინც მოგვიწოდებს, რომ „ლელოს“ წევრი ცესკო-ს თავმჯდომარე გახდეს, საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი განზრახვები აქვს
შალვა პაპუაშვილი - ვინც მოგვიწოდებს, რომ „ლელოს“ წევრი ცესკო-ს თავმჯდომარე გახდეს, საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი განზრახვები აქვს

ჩვენ მიერ მომზადებული ცვლილებები სრულად პასუხობს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სტანდარტს, მოსახლეობის ინტერესებს და პრეზიდენტის ვეტო, რა თქმა უნდა, დაძლეული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვინც მოგვიწოდებს, რომ „ლელოს“ წევრი ცესკო-ს თავმჯდომარე გახდეს, საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი განზრახვები აქვს.

„ეს ხალხი ან უცოდინარია და ვერ ერკვევა, რასთან გვაქვს საქმე, ან მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ მოსახლეობა განზრახ შეცდომაში შეიყვანონ. გიორგი სიორიძის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ვეტოს დავძლევთ – როგორც იყო ცესკო-ს 17 წევრიდან ერთ-ერთი, ისევ ასე იქნება. მას ზუსტად იგივე ერთი ხმა ექნება, როგორც აქამდე ჰქონდა. მხოლოდ ერთადერთი რაიმე იცვლება – მოქმედი თავმჯდომარის დისკრედიტაცია წინმსწრებად დაიწყეს. მათი მიზანი იყო, ისეთი სიტუაცია შეექმნათ, რომ მოქმედი თავმჯდომარე იძულებული გაეხადათ, თანამდებობიდან გადამდგარიყო და სხვა გარემოება დამდგარიყო, რათა ცესკო-ს თავმჯდომარე „ლელოს“ პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი ყოფილიყო. ეს არის აბსურდი. ვინც მოგვიწოდებენ, რომ „ლელოს“ წევრი ცესკო-ს თავმჯდომარე გახდეს, ისინი გაუცნობიერებელი არიან ან საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი განზრახვის მქონენი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.