შალვა პაპუაშვილი - ვინც მხარს უჭერს პირველი მოსმენით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებსა და არეულობას ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი - ვინც მხარს უჭერს პირველი მოსმენით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებსა და არეულობას ქვეყანაში

ვინც მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ფორმით მიღებას, როგორც ის პირველი მოსმენით არის ინიცირებული, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს და არეულობას ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია გამოხატა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს. ამიტომ, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ფორმით მიღებას მხარს უჭერს, როგორც ის პირველი მოსმენით არის ინიცირებული, მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს და არეულობას ქვეყანაში.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია გამოხატა, მათ შორის იმით, რომ ოპოზიციას მის მიერვე დაანონსებულ რეფერენდუმზე უთხრა, რომ მათ არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ სურთ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს, ამას მეტი პოლარიზება, დაძაბულობა და არეულობა მოჰყვება. რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია. „ნაციონალურ მოძრაობას“ პირველი მოსმენით მიღებულ რედაქციაზე მიბრუნება სურს, რათა დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენოს. ეს გამოიწვევს პოლარიზებას და რადიკალიზაციის გაზრდას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.