შალვა პაპუაშვილი – ვგმობთ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, საზღვრების ძალისმიერი შეცვლა დაუშვებელია

14:34, 28.09.2022

ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, საზღვრების ძალისმიერი შეცვლა დაუშვებელია.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.

„დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი