შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, ბუნებრივიც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის ნაწილი არ იყო, მათ მიუძღვით დიდი წვლილი იმაში, თუ რაიმე გაუგებრობა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის
შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, ბუნებრივიც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის ნაწილი არ იყო, მათ მიუძღვით დიდი წვლილი იმაში, თუ რაიმე გაუგებრობა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტების მიმართ რუსლან სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია იყო მეორე დელეგაცია უკრაინაში.

„მანამდე პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ ერთობლივად ჩასული. ჩვენი დელგაცია იყო მრავალპარტიული. ამ კუთხითაც მათ შორის ჩემი კოლეგის მხრიდან იყო განსაკუთრებული მადლიერება, რომ მრავალფეროვნება პოლიტიკური სპექტრისა იყო წარმოდგენილი და ამით მთლიანად საქართველოს გზავნილი იყო ჩატანილი ჩვენს კოლეგებთან “, – განაცხადა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.

კითხვაზე, „ნაცმოძრაობა“ არავის გახსენებია ამ შეხვედრაზე?, – პაპუაშვილმა უპასუხა, რომ დიდად მათი ხსენება არ ყოფილა.

„არა, დიდად არ ყოფილა ნამდვილად ხსენება. ამ საკითხს რაც შეეხება, საბოლოო ჯამში, ლოგიკურიც არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტში არ იყო, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, თუ რაიმე გაუგებრობები იყო ჩვენს ქვეყნებს შორის და ვფიქრობ, ბუნებრივიც არის, რომ ისინი ამ ვიზიტის ნაწილი არ იყვნენ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.