შალვა პაპუაშვილი – ველოდები პასუხს „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას, თუ არ იქნება სათანადო პასუხი, ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნას

12:41, 27.09.2026

ე.წ. არაბიზაცია არის სრული აბსურდი, თუმცა თაღლითური პარტიისგან არც ქსენოფობია გვიკვირს და არც ტერორიზმის მხარდაჭერა, არაფერი გვიკვირს ბიუჯეტიდან ფულის მიკუთვნებისთვის დაარსებული პარტიისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ უკან დგას „ალდე“, რომლის ლიდერებიც არიან კაია კალასი, მარტა კოსი და ისინი უმაგრებენ ზურგს თაღლითებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის პასუხს ელოდება „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას.

„სადამდე მიდიან, ქსენოფობიასაც მხარს უჭერენ? ველოდები პასუხს „ალდესგან“, ან „ალდე“ გაემიჯნება ქსენოფობიას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მათ თავად აქვთ დაანონსებული და ლიბერალურ პარტიას ეძახიან საკუთარ თავს, თუმცა ყველაზე ანტილიბერალური კამპანიის სულისჩამდგმელები ჰყავს საკუთარ რიგებში. არ იქნება სათანადო პასუხი? ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნას, როგორც თაღლითების , ტერორისტების მხარდამჭერ ალიანსს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ანტიქართულმა ოცნებამ გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.

მსგავსი