შალვა პაპუაშვილი - ვაშინგტონში საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება
შალვა პაპუაშვილი - ვაშინგტონში საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება

ვაშინგტონში საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი იმედს გვიტოვებს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქმედით ნაბიჯებს ელოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ პასიურობას ვხედავთ და უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუებაა იმის კვალობაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით USIAD-ზე, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული მეთოდებით ხელისუფლების ცვლილილებაზე, ეს ყველაფერი თავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა და ის ორგანიზაციები დახურა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებლურ საქმიანობაში. ჩვენ როცა არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობდით, ტრამპის ადმინისტრაციამ ესეც დაადასტურა და, ფაქტობრივად, ტრამპი პოლიტიკურ მტრებად იმ ძალებს აცხადებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საქართველოს მტრობენ. რა თქმა უნდა, ამის ფონზე გარკვეული პასიურობაა. აქტიურ ნაბიჯებს რომ ვერ ვხედავთ, ეს სამწუხაროა, თუმცა ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნაბიჯებს ველოდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.