შალვა პაპუაშვილი - უსაფრთხოების გარანტიას ნატო-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ, ივნისში იქნება დრო, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღოს მხარდაჭერის სიგნალი
შალვა პაპუაშვილი - უსაფრთხოების გარანტიას ნატო-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ, ივნისში იქნება დრო, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღოს მხარდაჭერის სიგნალი

ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას ნატო-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. ივნისში იქნება დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველებისთვის და შესთავაზონ გზა, როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე მასუდ გარახანთან შეხვედრამდე განაცხადა.

„როგორც იცით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წელს. ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგივე ხდებოდა 1990-იანებში. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას ნატო-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ახლა, 2022 წელს, ივნისის მადრიდის სამიტისთვის იქნება ის დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველი ხალხისთვის და შესთავაზონ არა მხოლოდ ღია კარი, არამედ გზა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს, გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.