შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესტან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, იშტვან იაკაბს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უნგრეთს მრავალმხრივი ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ და დადებითად შეაფასეს 2022 წლის ოქტომბერში, „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის“ ხელმოწერით, ამ ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების წარმატებულ განხორციელებაზე და ხაზი გაუსვა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავმჯდომარემ აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში. იშტვან იაკაბმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არის, გაუზიაროს საქართველოს უნგრეთის გამოცდილება.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და ახლო მომავალში ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის გამართვაზე.