შალვა პაპუაშვილი - უმრავლესობის სხდომებზე გახარია გვარწმუნებდა ყველას, რომ მნიშვნელოვანი იყო მელიასთვის მანდატის შეწყვეტა, სამართალდამცველთა მოქმედება და შემდეგ ამ სიტყვიდან გადავიდა
შალვა პაპუაშვილი - უმრავლესობის სხდომებზე გახარია გვარწმუნებდა ყველას, რომ მნიშვნელოვანი იყო მელიასთვის მანდატის შეწყვეტა, სამართალდამცველთა მოქმედება და შემდეგ ამ სიტყვიდან გადავიდა

ყველანი ვიყავით უმრავლესობის იმ სხდომებზე, სადაც გახარია გვარწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო, სამართალდამცველ ორგანოებს ემოქმედათ. ის გვარწმუნებდა ყველას და შემდეგ გადავიდა ამ სიტყვიდან, – ამის შესახებ საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ სტრასბურგის სასამართლომაც განაცხადა, რომ კანონის აღსრულებაზე უარი მართლმსაჯულებაში ჩარევა იყო.

„გახარიას გადადგომას რაც შეეხება, მისი პარტიის წევრები ცდილობენ, რაღაცნაირი გამართლება მოუძებნონ. ისინიც იყვნენ, ყველანი ვიყავით უმრავლესობის სხდომებზე, სადაც მაშინ გიორგი გახარია გვარწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ემოქმედათ. ის გვარწმუნებდა ყველას. დღეს რომ მისი პარტიის წევრები არიან, ჩვენ ყველანი ერთად ვისხედით უმრავლესობის იმ სხდომაზე და შემდეგ როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან. პარლამენტმა ნიკა მელიას მანდატი რომ შეუწყვიტა, თავად თქვა უარი კანონის აღსრულებაზე. გუშინ სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ კანონის აღსრულებაზე მაშინდელი უარი მართლმსაჯულებაში ჩარევა იყო, ვინაიდან მაშინდელ პრემიერ-მინისტრს კანონიერ დაპატიმრებაზე სურდა, გაეცა ბრძანება, ჩარეულიყო პოლიციის ქმედებებში და მისთვის შესაძლებლობა არ მიეცა, კანონი აღესრულებინა. ეს თქვა გუშინ სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.