შალვა პაპუაშვილი – უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდით, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით
შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
პაპუაშვილის თქმით, სტეფანჩუკთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.
„გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Cordial talk with @r_stefanchuk, Chairman of the Verkhovna Rada. Discussed the relations between #Georgia and #Ukraine. We agreed to meet in 🇺🇦 asap to once again demonstrate 🇬🇪’s solidarity to the brave Ukrainian nation. pic.twitter.com/8V1zVJadRt
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 13, 2022