შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარესა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე.
„ვულოცავ ჩემს კოლეგებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე. ძალა ერთობაშია!” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
Congratulations to my colleagues @r_stefanchuk and @Igor_Grosu_md as the EU Commission opens accession negotiations with Ukraine and Moldova. 🇺🇦🇲🇩 This is a significant step forward for both nations on their path towards a closer partnership with the European Union. We are…
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) December 14, 2023