შალვა პაპუაშვილი - უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ამით ყველაფერი ნათქვამია
შალვა პაპუაშვილი - უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ამით ყველაფერი ნათქვამია

უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.

კითხვაზე, რა ხდება რეალურად დღეს, არის თუ არა ფარული კავშირები „ქართულ ოცნებასა“ და კრემლს შორის, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობაც კი და ამით ყველაფერი ნათქვამია.

„ყველაფერი ნათქვამია, თუ რა სახის ურთიერთობა აქვს საქართველოს რუსეთთან, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობაც კი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ კოალიციაში. რაც შეეხება ე.წ. ფარულ ურთიერთობებს, ესეც არის სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილი, რომელშიც ერთი მილიონი დოლარი არის გადახდილი და ამ პროპაგანდით ცდილობენ საქართველოს დაზიანებას და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მედია უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და მობილიზებული, რათა ასეთ პროპაგანდისტულ ნარატივებს არ აჰყვეს.

მე მგონი, ყველა დარწმუნდა ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, რომ ქართული ხელისუფლება აკეთებს ერთადერთ საქმეს, ეს არის ქართული საქმე და ის საქმე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და მოსახლეობას სჭირდება. მე მგონი, თუკი ჩვენ შევაჯამებთ 2022 წელს, ამაში ყველა ვრწმუნდებით, რომ ჩვენ საერთაშორისო არენაზე აბსოლუტურად პატიოსნად და კეთილსინდისიერად ვართ იმ კოალიციის ნაწილი, რომელიც გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, შესაბამისად, რისკები სანქციის დარღვევის არსებობს, როდესაც არის პირდაპირი სახმელეთო საზღვარი, მაგრამ ამ პერიოდში არცერთი ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მილიონ დოლარგადახდილი კამპანიები მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ და ბრალდებები გვესმის ქართველი პოლიტიკოსებისგან, მედიისგან და ჩართული არიან პირდაპირ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ კამპანიაში, არცერთი ეს ფაქტი, ვიმეორებ, არცერთი, ნული ფაქტი დადასტურდა სანქციის გვერდის ავლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.