შალვა პაპუაშვილი - აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს
შალვა პაპუაშვილი - აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს

აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

„სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს. უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.