შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულებისა და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.
I extend my deepest condolences to the people of Türkiye on the loss of lives in the recent earthquake. Our thoughts are with the affected families and the entire nation during this difficult time. @MustafaSentop
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) February 6, 2023