შალვა პაპუაშვილი - თამარ ტალიაშვილი არის გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ, ეს თვისებები მას გამორჩეულ დიპლომატად აქცევს
შალვა პაპუაშვილი - თამარ ტალიაშვილი არის გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ, ეს თვისებები მას გამორჩეულ დიპლომატად აქცევს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის წევრ თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა.

„ქალბატონი თამარი არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პატრიოტი, გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ, ეს თვისებები მას ასევე გამორჩეულ დიპლომატად აქცევს. წარმატება მინდა, ვუსურვო საქართველოს პარლამენტის სახელით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.