შალვა პაპუაშვილი - სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობასო, აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს პია კაუმამ
შალვა პაპუაშვილი - სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობასო, აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს პია კაუმამ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას „რადიო თავისუფლებისთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კერძოდ, პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც პია კაუმა აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანია, გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა, ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“.

„„მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“ – აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.