შალვა პაპუაშვილი – სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ
სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას, რომ „როდესაც რეგიონში უსაფრთხოება სასწორზეა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება“.
„ეს ნამდვილად არის ევროკავშირის და მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობის და ლეგიტიმურობისთვის ჭეშმარიტების მომენტი. სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას, კავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
It is indeed a moment of truth for the #EU, and credibility & legitimacy of its international actorness. Being at this strategic juncture, the Union should demonstrate its long-term interest towards the region by granting a candidate status to #Georgia, #Moldova and #Ukraine. https://t.co/Ihhu0G3dyS
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 2, 2022