შალვა პაპუაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ვატყობ, სრულად ემიჯნება „რეფორმების ჯგუფს“, ხათუნა სამნიძეს, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, სადავეები გაექცა, ყველანაირ ზღვარს არიან გადასული
შალვა პაპუაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ვატყობ, სრულად ემიჯნება „რეფორმების ჯგუფს“, ხათუნა სამნიძეს, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, სადავეები გაექცა, ყველანაირ ზღვარს არიან გადასული

სახალხო დამცველის არჩევა მოხდება თანამონაწილეობით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ბრძანების პროექტი განვიხილეთ, ყველა საკითხზე შევთანხმდით. ვერსია მოვამზადე და დღეს გავუგზავნი პოლიტიკურ ჯგუფებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, დღესვე იქნება ბოლო კონსულტაცია, რათა ბრძანება გამოიცეს და განცხადებების მიღება გამოცხადდეს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ვატყობ, სრულად ემიჯნება „რეფორმების ჯგუფს“ და ხათუნა სამნიძეს, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, სადავეები გაექცა პოლიტიკურ ჯგუფში და გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს ჯგუფის წევრებზე, რომლებიც სამწუხაროდ, ყველანაირ ზღვარს არიან გადასული, მათ შორის ეთიკურობის თვალსაზრისით. გუშინ ვნახე განცხადება, პარლამენტში, ასეთი ენა მიუღებელია და ეთიკურ სტანდარტებს სცდება, ზედმეტად დესტრუქციულია „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას შეეშვან და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოახდინონ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მიიღებს მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, „რომელსაც „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს“.