შალვა პაპუაშვილი - სტიქიის ზონაში 21 გარდაცვლილია ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიმდინარეობს, უპრეცედენტო მობილიზებით რაც გაკეთდა, უკვე ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა
შალვა პაპუაშვილი - სტიქიის ზონაში 21 გარდაცვლილია ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიმდინარეობს, უპრეცედენტო მობილიზებით რაც გაკეთდა, უკვე ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა

21 გარდაცვლილია ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ უპრეცედენტო მობილიზებით, ტექნიკის, ადამიანური რესურსის მხრივ, მოხერხდა, რომ რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა, ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა, ამიტომ, იმედია, რომ შესაძლებლობა ექნება სამაშველო სამსახურს, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, ყველაფერი კეთდება, რომ დაკარგული ადამიანების პოვნა მოხერხდეს.

„დღეს ვნახეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, რომელმაც დეტალურად აღწერა მთლიანად პროცესი პირველი წუთიდან დღემდე, რას აკეთებდა საგანგებო სამსახური. ვფიქრობ, ის, რასაც ჩვენი საზოგადოება ისედაც თვალნათლივ ხედავდა, განსაკუთრებით კი ადგილობრივები, ეს კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.