შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

„საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს“, – აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა ასევე, გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე.