შალვა პაპუაშვილი სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ულოცავს.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, ამ ისტორიულ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე სომხეთის ისტორიაში და მოწმობს სომეხი ხალხის გამბედაობაზე და მონდომებაზე.
„გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ამ ისტორიულ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე სომხეთის ისტორიაში და მოწმობს სომეხი ხალხის გამბედაობაზე და მონდომებაზე. ჩვენს მეგობრებს ვუსურვებ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,” – წერს პაპუაშვილი.
My warm congrats to #Armenia on the 105th anniversary of the First Republic. This historic day marks a significant chapter in modern 🇦🇲, testament to the courage & determination of the Armenian people. Wishing our 🇦🇲/n friends continued progress, peace & prosperity. @alensimonyan
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 28, 2023