შალვა პაპუაშვილი შვეიცარიაში, „პლანტაჰოფის“ სოფლის მეურნეობის სასწავლებელში იმყოფებოდა 
შალვა პაპუაშვილი შვეიცარიაში, „პლანტაჰოფის“ სოფლის მეურნეობის სასწავლებელში იმყოფებოდა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიაში, „პლანტაჰოფის“ სოფლის მეურნეობის სასწავლებელში იმყოფებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროფესიული განათლება ის სფეროა, რომელზეც განსაკუთრებით ორიენტირებულია როგორც პარლამენტი, ასევე განათლების სამინისტრო.

„დღეს შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს ვასრულებთ. ახლა ვიმყოფებით „პლანტაჰოფის“ სოფლის მეურნეობის სასწავლებელში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული განათლების სასწავლებელია, მათ შორის, მას საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიული განათლება ის სფეროა, რომელზეც განსაკუთრებით ორიენტირებულია როგორც პარლამენტი, ასევე განათლების სამინისტრო, რათა პროფესიული კადრების აღზრდა მოხდეს სხვადასხვა სექტორში. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.