შალვა პაპუაშვილი – შთამბეჭდავი ნახტომი გლობალური გამჭვირვალობის ანგარიშში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ, კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან
ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს.
„შთამბეჭდავი ნახტომი საქართველოსთვის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში! საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ანგარიში ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, საერთაშორისო კრიტერიუმების გამოყენებით ზომავს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
Impressive leap for Georgia 🇬🇪 in #TIndex2023! Surpassing EU members & candidates, Georgia now stands alongside leading countries like Finland, Sweden, & the UK. The report, based on factual data, measures transparency and accountability using international criteria.
These &… pic.twitter.com/YyiLLKK9G3
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 27, 2023