შალვა პაპუაშვილი - შსს როდესაც წინასწარ გაწერილი გეგმით და მათ შორის ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, ჩანს, რომ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება
შალვა პაპუაშვილი - შსს როდესაც წინასწარ გაწერილი გეგმით და მათ შორის ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, ჩანს, რომ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება

შსს როდესაც წინასწარ გაწერილი გეგმით და მათ შორის ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, ჩანს, რომ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დღეები მიმდინარეობს უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფით. სხვათა შორის, თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბრალოდ იცით, რომ 5 ივლისს ეს იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არ მოელოდა. აგრესია წარიმართა იმ სუბიექტების, ჟურნალისტების მიმართ, რომელიც მოულოდნელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც. უბრალოდ იქ მობილიზებულიც არ იყო მაშინ შესაბამისი ძალები, ამიტომ ვხედავთ, რომ როდესაც შსს წინასწარ გაწერილი გეგმით და მათ შორის ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, ჩანს, რომ შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი