შალვა პაპუაშვილი – შოკირებული ვარ ბუჩასა და სხვა ადგილებში მომხდარი სისასტიკით, გამახსენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩადენილი სასტიკი დანაშაულები, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

22:26, 03.04.2022

შოკირებული ვარ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მომხდარი საშინელი სისასტიკით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შოკირებული ვარ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მომხდარი საშინელი სისასტიკით. გამახსენდა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

მსგავსი