შალვა პაპუაშვილი - შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა წესები დაიცვან
შალვა პაპუაშვილი - შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა წესები დაიცვან

შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს. ევროპაში პანდემიის მესამე ტალღა არის და ზოგიერთ ქვეყნებში ხდება უკვე ამ შეზღუდვების გამკაცრება. გამორიცხული არაფერი არ არის, პირიქით, ამის ალბათობა არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა რეგულაციები დაიცვან.

„ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სერიოზულობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან და სერიოზულად მოეკიდონ საკითხს, დაიცვან შეზღუდვები რომლებიც არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.