შალვა პაპუაშვილი - შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, ქვეყნის წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს, დაფასდა ხალხის, ხელისუფლების ძალისხმევა და მოვიპოვეთ სტატუსი
შალვა პაპუაშვილი - შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, ქვეყნის წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს, დაფასდა ხალხის, ხელისუფლების ძალისხმევა და მოვიპოვეთ სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით არაერთი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა საქართველოს წინსვლის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიმღები მხარე ინფორმირებული ყოფილიყო.

„შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ გადაწყვეტილების ყველა მიმღებს. ამ მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ათ თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში. მსგავსი მოტივაციით, ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში – ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით – ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაფასდა ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა, საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.