შალვა პაპუაშვილი - შეხვედრები, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა დავოსში, იძლევა შესაძლებლობას, რომ დამატებით სხვადასხვა ორგანიზაცია თუ ჯგუფი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით
პოლიტიკური შეხვედრები, რომლებიც პრემიერს ჰქონდა უმაღლეს დონეზე დავოსში, სწორედ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ დაინტერესდეს დამატებით სხვადასხვა ორგანიზაცია თუ ჯგუფი საქართველოში ინვესტირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ასეთი აქტივობების დამსახურებაა, რომ საქართველოს ბოლო სამი წლის განმავლობაში – 10-პროცენტიანი და ბოლო წელს შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
„ხაზგასმული იყოს, მათ შორის, იმ შეხვედრებით, რომელიც დავოსში გაიმართა. მნიშვნელოვანია ის კონტაქტები, რომლებიც მყარდება სხვადასხვა ინსტიტუციასთან, რათა მოზიდული იყოს ინვესტიციები. ამავე დროს, პოლიტიკური შეხვედრები, რომლებიც პრემიერს ჰქონდა უმაღლეს დონეზე დავოსში და ასეთი სახის ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ დაინტერესდეს დამატებით სხვადასხვა ორგანიზაცია თუ ჯგუფი საქართველოში ინვესტირებით. კიდევ ერთხელ, სწორედ ასეთი შეხვედრებისა და ასეთი აქტივობების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ასეთი აქტივობების დამსახურება არის, რომ საქართველოს ბოლო სამი წლის განმავლობაში – 10-10-პროცენტიანი და ბოლო წელს შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. სამწლიან მონაკვეთში ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა უპრეცედენტოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.