შალვა პაპუაშვილი – შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ადგილებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელ უკრაინაში, ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს
შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ადგილებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელ უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ადგილებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელ უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს.
მოხარული ვარ, რომ უკრაინის ქალაქებში მყოფი ქართველი დიპლომატები უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრებით იმ ადამიანებთან ერთად ვარ, ვინც დაიჭრა დღევანდელი დარტყმების შედეგად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Appalled by Russian indiscriminate strikes on civilian sites and innocent people in Kyiv and across Ukraine. This insanity must stop.
Glad that 🇬🇪’s diplomats in the cities of 🇺🇦 are safe. My thoughts are with those who were injured from the shellings. @r_stefanchuk
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 10, 2022