შალვა პაპუაშვილი - შაჰინის პარტიას საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა ფული, პროექტებზე კონცენტრირებულიყო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით
შალვა პაპუაშვილი - შაჰინის პარტიას საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა ფული, პროექტებზე კონცენტრირებულიყო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით

შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას წინა ადმინისტრაციის დროს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

„ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არცერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას წინა ადმინისტრაციის დროს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.