შალვა პაპუაშვილი -  სერგი კაპანაძე მგონი, თავადაც მიხვდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ იყო სწორი, ვურჩევ, საკითხს ნუღარ გააღრმავებს
შალვა პაპუაშვილი - სერგი კაპანაძე მგონი, თავადაც მიხვდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ იყო სწორი, ვურჩევ, საკითხს ნუღარ გააღრმავებს

სერგი კაპანაძე მგონი, თავადაც მიხვდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ იყო სწორი. ვურჩევ, ამ საკითხს ნუღარ გაარღმავებს. იმედია, რომ ამას მიხვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგმა აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და სასამართლომ რუსეთის მოქმედებები შეაფასა.

„მაშინდელ ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესები ნაკლებად აინტერესებდა და ეს ბევრი გარემოებიდან ჩანს. მათ შორის, რეზოლუციიდან. 2009 წლის რეზოლუციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭირა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, საქართველომ დაარღვია როგორც ომის მსვლელობისას, ასევე მის შემდგომ ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული სამართალი და ევროსაბჭოს წესდება.

მათ ამას ხმა მისცეს და მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. საგარეო თვალსაზრისით თითქოს, რაზეც თავი მოჰქონდათ ოპონენტებს, საერთო ჯამში, მარტივად ცხადდება და პოლიტიკის შიგნიდან ნათლად დავინახეთ. ის საგარეო პოლიტიკა, რასაც მაშინ აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, დაფუძნებული იყო ლობიზმზე და ლობიზმში ფულის ხარჯვაში, რათა მოიეპოვებინათ პირადი და პარტიული მეგობრები. იქ საქართველო იყო მე-15 პლანზე, საქართველო არავის არ აინტერესებდა, მთავარი იყო პირადი და პარტიული კავშირების დამყარება. ეს იყო მთელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მაშინ წარმოებდა. სერგი კაპანაძეს ვურჩევ, ამ საკითხს ნუღარ გაარღმავებს. მგონი, თავადაც მიხვდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ იყო სწორი. იმედია, ამას მიხვდა. საუბარი იმაზე, რომ კასეტური ბომბებით წერტილოვანი დარტყმების მიყენება შეიძლება, ეს იმხელა აბსურდია რომ, სჯობს, ამაზე საერთოდ არ ისაუბროს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს განცხადება დამაზიანებელი არ არის, რადგან ჩვენ ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ სტრასბურგში, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის მოქმედებები შეაფასეს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მათ ზედმეტი ნალაპარაკები რაც ჰქონდათ და რასაც საკუთარ ქვეყანას აბრალებდნენ, საბოლოო ჯამში საშუალება არ მიეცათ, ეს დამტკიცებულიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდონიანი მოსახლეობა არა“.

მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.