შალვა პაპუაშვილი - სასამართლომ დაადასტურა, რომ „კრედიტ სუისი“ იქცეოდა არაკეთილსინდისიერად, ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რომ ბანკის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევა აშკარა იყოს
შალვა პაპუაშვილი - სასამართლომ დაადასტურა, რომ „კრედიტ სუისი“ იქცეოდა არაკეთილსინდისიერად, ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რომ ბანკის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევა აშკარა იყოს

გასაკვირია და აღშფოთებამდე მიდის ის, როცა ჩანს, რომ დღისით-მზისით ადამიანის წინააღმდეგ ყველა სახის რეგულაციის დარღვევით მოქმედებს სისტემა, ვნახეთ, რომ „კრედიტ სუისი“ ერთმა, მეორე სასამართლომ გაამტყუნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავის შესახებ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „კრედიტ სუისის“ რეპუტაცია დაზიანებულია ბევრი მიზეზის გამო.

„როცა სისტემის მიერ ადამიანის წინააღმდეგ ხდება ბრძოლა, რა თქმა უნდა, სულ მცირე, გასაკვირია და გარკვეული ანალიზის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა არსებობს დამთხვევები, რომელიც სინამდვილეში დამთხვევა არ არის. ვიცით, რომ „კრედიტ სუისმა“ წელი ზარალით დაამთავრა და მათი რეპუტაცია დაზიანებულია ბევრი მიზეზის გამო. გაუგებარი წინააღმდეგობაა და სასამართლომ დაადასტურა, რომ ბანკი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა. ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რომ ბანკის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევა აშკარა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.