შალვა პაპუაშვილი - საქართველოში რომ არეულობა იგეგმებოდა, ეს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა სიტყვით და საქმით გააკეთა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში რომ არეულობა იგეგმებოდა, ეს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა სიტყვით და საქმით გააკეთა

საქართველოში რომ არეულობა იგეგმებოდა, ეს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა სიტყვით და საქმით გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც გამოკითხვაზე ნიკა მელიას დაბარებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყო.

„ამიტომ, არ ვიცი, რა საქმეზეა ნიკა მელია დაბარებული, მაგრამ „ნაციონალური მოხრაობა“ რომ ამ ქვეყანაში არეულობას ცდილობს, ამას გამოძიება არ სჭირდება, ისედაც ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.