შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები არის მეგობრული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები არის მეგობრული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები არის მეგობრული და თბილი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა კორეის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩვენ ცოტა ხნის წინ ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა რუანდაში, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობები არის მეგობრული და თბილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს წინაშე დღეს დიდი გამოწვევებია. ამ ფონზე, პარლამენტებს შორის ურთიერთობები, მეგობრობა და თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვიმედოვნებ, მალე გვექნება თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოში, რათა ერთად აღვნიშნოთ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.